15 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მარატ კარაბაევს უმასპინძლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრს, მარატ კარაბაევს  უმასპინძლა, რომელიც საქართველოში ყახაზეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

ორი ქვეყნის მინისტრებმა ნავთობის ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ანაკლიის პორტის ტერიტორია, ფოთის  პორტის ტერმინალები და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ახალქალაქის სადგური დაათვალიერეს.

ლევან დავითაშვილმა და მარატ კარაბაევმა მონაწილეობა მიიღეს ფოთში  მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონიაში.

პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის - შუა დერეფნის გაძლიერებას, ყაზახურ-ქართული პარტნიორობით ხორციელდება.

დღის ამბები