2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია. ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
"საქსტატის" ცნობით, აქედან, ექსპორტი გაიზარდა 15.7%-ით, ხოლო იმპორტი გაიზარდა 19%-ით.