სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს ეძებენ - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს ინფორმაცია თვითმხილველმა მიაწოდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.
როგორც თვითმხილველმა "რუსთავი2"-ს უთხრა, მოზარდი ტბის საშიშ ზონაში მოხვდა და ჩავარდა. მოქალაქეები დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა მისი ამოყვანა ვერ მოახერხეს.
თვითმხილველის ინფორმაციით, ინციდენტი 18:05 საათზე მოხდა.