მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება საქართველოზეც აისახა, აცხადებს ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე. ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, მიზეზი უკვე გაძვირებული პროდუქტის იმპორტია. მსოფლიოში ფასების ზრდა კი ნავთობის მოპოვების შემცირებამ, გაზრდილმა მოთხოვნამ და ბაზარზე არსებულმა დეფიციტმა განაპირობა.
"თუ გადავხედავთ მსოფლიო ბაზრის მონაცემებს ჩვენ დავრწმუნდებით იმაში, რომ ევროპაში და საერთაშორისო ბაზრებიდან მოწოდებული საწვავი გაცილებით ძვირია ვიდრე ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ცოტა გაძვირდა. დეფიციტმა გამოიწვია ფასისი მატება. რუსეთმა დაბეგრა ექსპორტი, რამაც ფასისი მატება გამოიწვია. ექსპორტის ღირებულებამ, რომ აიწია, ბუნებრივია, აიწია ფასმა, მაინც იაფია, ანუ ევროპიდან შემოტანილი და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი მაინც იაფია. სანავთობო ბაზარს ახასიათებს რყევები, ოპეკის ქვეყნებმა და მათ შორის, რუსეთმა შეამცირა ნავთობის მოპოვება. ოპეკის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში გაიზარდა საწვავის ფასი, მაგრამ ჩვენ მაინც შედარებით იაფი გვაქვს ", - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა.