15 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
უმუშევრობის დონე შემცირდა - საქსტატი კვლევას აქვეყნებს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში გაძლიერდა პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე: მნიშვნელოვნად შემცირდა უმუშევრობის დონე, გაიზარდა დასაქმება და ასევე სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე. მეორე კვარტალში 1, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობის დონე და 16, 7% შეადგინა.
 
"სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმების დონის ზრდაზე კი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა. საქსტატის მონაცემებით უმუშევართა რაოდენობა წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 14 600-ით შემცირდა და თითქმის 267 000 გაუტოლდა. დასაქმებულთა რაოდენობა კი 57 000 გაიზარდა და მილიონ 327 000 შეადგინა. დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად" - ვკითხულობთ საქსტატის ინფორმაციაში
დღის ამბები