17 ივნისი 2024,   14:44
ვრცლად
წუხელ მთელი ღამე წვიმდა, თუმცა მაშველებისთვის ამინდი შეფერხება არ ყოფილა - შოვში დაკარგულ კიდევ 6 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

შოვში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამძებრო სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ტრაგედიიდან მე-17 დღეს შესამოწმებელი, ღვარცოფული მასით დაფარული ტერიტორიის მხოლოდ რამდენიმე მცირე ნაწილიღა რჩება.

საგანგებო სიტუაციების სამსახური და ჯარისკაცები ახლა დაკარგულ ადამიანებს მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში ეძებენ.

ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკაც. ამ წუთის მონაცემებით, იძებნება ექვსი ადამიანი. ნაპოვნი 27 ცხედრიდან კი იდენტიფიცირებულია 25 პირი.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდიშელი აცხადებს, რომ 6 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

"სტიქიის ზონაში ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. წუხელ მთელი ღამე წვიმდა, თუმცა მაშველებისთვის ამინდი შეფერხება არ ყოფილა,"- აცხადებს სერგო ხიდიშელი. 

დღის ამბები