"გააკეთე ეს საქართველოში" - პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გამართა.
პრეზენტაციას საქართველოში მომუშავე IT კომპანიებისა და ტრენინგ პროვაიდერების წარმომადგენლები დაესწრნენ. მასზე საუბარი წარიმართა ციფრულ პლატფორმაზე - www.doit.gov.ge, რომელიც გააერთიანებს სამინისტროს მიერ ინიცირებული ყველა საგანმანათლებლო და სატრენინგო მიმართულებას.
პლატფორმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა. ციფრული პლატფორმაზე, სხვა რესურსებთან ერთად, განთავსდება ინფორმაცია გადამზადების პროგრამაზე, რომელიც 5 000 დამწყები IT - სპეციალისტის გადამზადებას ითვალისწინებს - ეს პროგრამა მსმენელთა მიღებას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს.