26 აგვისტო 2026,   06:43
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ბახვი-ფამფალეთი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, გზასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები.

სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 2 499 000 ლარს შეადგენს, წლის ბოლომდე დასრულდება.

დღის ამბები