15 ნოემბერი 2024,   06:18
ვრცლად
ევროპის ხუთი ქვეყანა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების წლის ბოლომდე გახანგრძლივებას ითხოვს

უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების წლის ბოლომდე გახანგრძლივებას ითხოვენ პოლონეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი.

შესაბამისი განცხადება პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა.

ომში მყოფი ქვეყნის ხუთ მეზობელს, ევროკავშირმა მაისში ნება დართო, აეკრძალათ უკრაინული ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის თესლის შიდა გაყიდვები, ამავდროულად დაუშვა, მსგავსი ტვირთების ტრანზიტი სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის.

რეგულაცია ძალაში15 სექტემბრამდეა.

დღის ამბები