19 სექტემბერი 2024,   19:28
ვრცლად
ხმაური გორში - გარემოვაჭრეები, რომელთაც საქმიანობა აეკრძალათ, ქუჩაში ვაჭრობის გაგრძელებას კვლავ ცდილობენ

კვლავ ხმაურია გორში, გურამიშვილის ქუჩაზე. გარემოვაჭრეები, რომელთაც საქმიანობა 19 აგვისტოდან აეკრძალათ, ქუჩაში ვაჭრობის გაგრძელებას ისევ ცდილობენ.

მათ დღეს დახლები გაშალეს, რასაც მუნიციპალური ინსპექციის რეაგირება მოჰყვა.

თვითდასაქმებულების პროტესტის გამო ადგილზე მობილიზებულია პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ერთ-ერთ გარემოვაჭრეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

დღის ამბები