15 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტი "ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა" უკვე 1 წლის გახდა

"ციფრული საბაჟოს" კონცეფციის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ  განხორციელებული წარმატებული პროექტი" ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა" უკვე 1 წლის გახდა. აღნიშნული რეფორმა საბაჟო სერვისების მაქსიმალურ გაციფრულებას უკავშირდება და ის ბიზნესისთვის საბაჟო ფორმალობების ელექტრონული ფორმით მიწოდებას გულისხმობს. ბოლო ერთი წლის მონაცემებით, "e-გეზი-ისმებაჟე-ოპერატორების მიერ, დარეგისტრირებულია 117 454 საბაჟო დეკლარაცია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობაზე მეტყველებს.

საბაჟო დეპარტამენტში, დისტანციური სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია მრავალი ახალი პროექტი, რომელთა განხორციელებაც კიდევ უფრო გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში საერთაშორისო ტვირთბრუნვის განვითარებაში.

დღის ამბები