15 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
პარლამენტში დღეიდან დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა იწყება

ხმაურიანი განხილვის მოლოდინში - დეპუტატები დღეიდან დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებზე მსჯელობას ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაახლებენ. კანონმდებლების შეკითხვებს საპენსიო ფონდის წარმომადგენელი უპასუხებს.

პროექტის მიხედვით, დღეს არსებული სისტემა 2028 წლის იანვრამდე უცვლელი იქნება და დასაქმებულები აქამდე არსებულ დაბალრისკიან სისტემაში დარჩებიან. ზოგადად დაგროვებითი პენსიის მოქმედ კანონს, ისევე როგორც დაგეგმილ ცვლილებებს კრიტიკულად უყურებს ოპოზიცია.

 

ავტორი: მაია გრიგოლია

 

დღის ამბები