15 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, მთავრობა ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს - ექსპერტები ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ფაქტორებზე საუბრობენ

მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო მთავრობა ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს, რომელშიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის ანაკლიის პორტის მშენებლობის თანხაც იქნება გათვალისწინებული.

ეკონომიკური გუნდის მტკიცებით, სტაბილურმა გარემომ ბიზნეს სექტორის აქტივობა გააორმაგა და მისი ბრუნვა ჯამურად ორ კვარტალში 92 მილიარდ ლარს გადასცდა. გაიზარდა ინვესტიციები, ასევე ტურიზმიდან და სამშენებლო სექტორიდან მიღებული შემოსავლები, რამაც საბოლოოდ, ქვეყანაში ბოლო 7 თვეში 7 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა.

ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენცია მთავრობის საფინანსო გუნდში აჩენს მოლოდინს, რომ უახლოეს წლებში საქართველო, მაღალ შემოსავლიანი ქვეყანა გახდება.

სტაბილური ფასები საწვავზე, მედიკამენტებზე და სასურსათო პროდუქტებზე, გაზრდილი ინვესტიციები, მყარი ეროვნული ვალუტა, ტურიზმის შემოსავლები - ექსპერტები ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ეკონომიკური ზრდის შესახებ, მორიგ საპროგნოზო მაჩვენებელს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.

დღის ამბები