19 სექტემბერი 2024,   02:36
ვრცლად
გურიაში სტიქიას ებრძვიან - სოფელ ჯიხანჯირში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ერთ არასრულწლოვანს ეძებენ, სტიქიამ ჩაკეტა გზები და დააზიანა ინფრასტრუქტურა

რთული ვითარებაა გურიაში, სადაც ძლიერ სტიქიას ებრძვიან - განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი, ჩაკეტილია გზები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მეწყერმა დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.

"კურიერის" ინფორმაციით, სოფელ ჯიხანჯირში ეძებენ არასრულწლოვანს. ადგილზე მუშაობს ჩვენი კორესპონდენტი და დეტალებს შემდეგ გამოშვებაში მოგიყვებით.

ფოტო: "გურია NEWS"

დღის ამბები