ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მხატვარ მიხეილ ფანჯიკიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 90–მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
ფანჯიკიძის თქმით, მისი შემოქმედების მთავარი ინსპირაცია იტალიაში მოგზაურობა გახდა.
გამოფენა 7 სექტემბერს გაიხსნა და 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.