27 აგვისტო 2026,   04:38
ვრცლად
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტ "ვოსორიტიდის" დანერგვის გეგმა 2023-2024 წლებისთვის დამტკიცებულია - თამარ გაბუნია

სახელმწიფო, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ "ვოსორიტიდის" დანერგვას იწყებს - მშობლები მედიკამენტით მკურნალობის პროგრამას და მასში ჩასართავად საჭირო პროცედურებს გაეცნენ. მათ ხელი მოაწერეს ინფორმირებულ თანხმობას, რაც მკურნალობის პროგრამაში ჩასართავად, აუცილებელი წინაპირობაა. წელს, მკურნალობის პროგრამაში, საწყის ეტაპზე, 6 პაციენტი ჩაერთვება.

"აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტის "ვოსორიტიდის" დანერგვის გეგმა 2023-2024 წლებისთვის დამტკიცებულია. პირველ ჯგუფში იქნება 5-6 ბავშვი, შემდეგ ეტაპობრივ მოხდება გაფართოება მკურნალობის პროცესის.

მომზადებულია ძალიან კარგად პროფესიული ჯგუფიც და კლინიკაც იმისთვის, რომ მკურნალობის პროცესი წარიმართოს შესაბამისად და მივიღოთ ის შედეგი, რისი მოლოდინიც გვაქვს," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

ბავშვთა ენდოკრინოლოგისა და პედიატრის ნინო ხელაძის განცხადებით, პირველი ჯგუფის ბავშვების მკურნალობა უკვე წელს დაიწყება.

დღის ამბები