06 ოქტომბერი 2024,   23:28
ვრცლად
ომის 564-ე დღე უკრაინაში - ფრონტის ხაზზე,ბოლო 24 საათში 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა

ომის 564-ე დღე უკრაინაში - ბრძოლა გრძელდება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ღამით, საჰაერო თავდაცვამ რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 32 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 25 გაანადგურა. თავდასხმა მოხდა კიევზეც.

ქვეყნის დედაქალაქის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით მოხდა შეტევა. ყველა მათგანის ჩამოგდება საჰაერო თავდაცვამ მოახერხა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, შევჩენკოს რაიონში ნამსხვრევები მრავალსართულიანი კორპუსის ბინას დაეცა, მოსახლეობამ ხანძრის ჩაქრობა თავად შეძლო. პოდოლსკის რაიონში კი, დრონის ჩამოგდების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

ვითარება კრიტიკულია ფრონტის ხაზზე, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. უწყებაში ამბობენ, რომ მელიტოპოლიsa და ბახმუტის მიმართულებით, უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ.

არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ტრადიციულად დუმს რუსეთი. უკრაინა კი პოლიტიკურ ფრონტზე ბრძოლასაც აქტიურად განაგრძობს. კიევში იმყოფება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მიაღწია შეთანხმებას, რათა დაიწყოს ორმხრივი დოკუმენტის მომზადება იაპონიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

 

 

დღის ამბები