ბათუმში საქართველოს საპატიო ელჩების კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გახსნა. ხათუნა თოთლაძემ საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზაციაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია სწორედ ელჩების ჩართულობა.
კონფერენციაზე ასევე ითქვა, რომ საქართველოს საპატიო ელჩების აქტიური ურთიერთობები უცხოელ ბიზნესმენებთან და ხელისუფლებასთან განაპირობებს საერთაშორისო ეკონომიკური, საინვესტიციო თუ სავაჭრო ურთიერთობების ზრდას. კონფერენციას 40-მდე საპატიო ელჩი ესწრება.