07 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
ავარია ზუგდიდში მსხვერპლით დასრულდა - ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - სოფელ კახათში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. 

გამოძიება 276-ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები