06 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
პუტინის პოზიცია ომის შეჩერება კი არა, გაგრძელებაა, მას არ სურს ძლიერი ევროპის კონტინენტი - ზელენსკი

პუტინთან კომპრომისი შეუძლებელია - ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პუტინის პოზიცია ომის შეჩერება კი არა, გაგრძელებაა.

"პუტინისგან რაიმე კომპრომისს ხედავდით სხვა საკითხებში? ეს ვინმემ ნახა ჩეჩნეთთან? საქართველოსთან? მოლდოვასთან? მან ყველა ამ ქვეყნის ოკუპირება განახორციელა. ყველა ეს ერი დაყო. პუტინის პოზიცია ომის, შეჩერება კი არა, გაგრძელებაა. მისი პოზიცია ევროპის გაყოფაა. მას არ სურს ძლიერი ევროპის კონტინენტი," - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები