15 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, 14 მილიარდი დოლარი შეადგინა - ეს პროცენტულად 16.8 % -ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე

2023 წელს, 8 თვის განმავლობაში, საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, 14 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც პროცენტულად 16.8 % -ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ექსპორტი 14.3%-ით არის გაზრდილი. ხოლო იმპორტის ზრდის მაჩვენებელი 17.8%-ია.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის საზღვარგარეთ გატანა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, ეკონომიკის სამინისტროში, მომდევნო წლისთვისაც პოზიტიურ მაჩვენებლებს ელოდებიან.

სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორების ხელშეწყობით, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ექსპორტიორების მხარდამჭერ პროგრამებს ახორციელებს. კონკრეტული პროგრამები სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებლებს, საკუთარი ნაწარმის რეალიზებასა და რეკლამირებაში ეხმარება.

ექსპორტის ზრდა, ანალიტიკოსების შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ეკონომისტები ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ბოლო წლებში არსებული პოზიტიური ტენდენციების სტაბილურად შენარჩუნებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

საგარეო ვაჭრობის შესახებ დეტალურ მონაცემებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური 19 სექტემბერს გამოაქვეყნებს.

დღის ამბები