ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ რამდენიმე კომპანიასთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულებები მოიწონა.
მთავრობის სხდომაზე წარდგენილი პროექტებიდან 1 მზის, 2 ქარის და 7 ჰიდროელექტროსადგურია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 165 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია - 225 მილიონ დოლარს აღწევს.
სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული სხვა კომპანიების ენერგეტიკული პროექტები და მათთან დასადები ხელშეკრულებები საქართველოს მთავრობას ეტაპობრივად წარედგინება.