07 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
თუ გსურთ იმოგზაუროთ ბიუჯეტურად, შეიძინეთ პოლონეთის ბილეთები და მოინახულეთ ეს მშვენიერი ქვეყანა

პოლონეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა და ყველაზე მოთხოვნადი ევროპული მიმართულებაა. ის მნახველებს უამრავ საინტერესო სანახაობასა და გასართობს სთავაზობს. მისი უმშვენიერესი ქალაქები მდიდარი კულტურითა და ისტორიით იზიდავს ხალხს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ავსებს მათ. არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის რომელ კუთხეს ეწვევით, ან რამდენი ხნით მიემგზავრებით, იქნება ეს შაბათ-კვირა, თუ რამდენიმე დღე, აქ ბევრი შესანიშნავი ადგილია, რომელიც ყველა მოგზაურის სიაში უნდა იყოს.

ქვეყნის ქალაქები ისტორიის, კულტურისა და ფანტასტიკური არქიტექტურის საინტერესო ნაზავია. გაგიკვირდებათ, როცა ნახავთ, რომ პოპულარულ ხმაურიან ქალაქებთან ერთად, პატარა და მშვიდი ქალაქებიც არანაკლებ საინტერესო და შესანიშნავი ატმოსფეროს მქონე ტურისტული მიმართულებებია.

თქვენ წელიწადის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ შეიძინოთ პოლონეთის ბილეთები და გაემგზავროთ ამ საოცარი ქვეყნის აღმოსაჩენად. ზაფხულში აქ პოპულარული ქარის სერფინგი, ნაოსნობა და ველოსიპედით სეირნობაა. ზამთარში კი თხილამურები და სნოუბორდი. განსატვირთად ასევე  შეგიძლიათ ეწვიოთ სპასა და სხვადასხვა კურორტს.

 

პოზნანი პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ენერგიით სავსე და ახალგაზრდული განწყობით სავსე ქალაქია. ეს იმის გამო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სტუდენტია მრავალი უნივერსიტეტის გამო და გასაკვირი არაა რომ აქ შეხვდებით შესანიშნავ რესტორნებს, ბარებსა და კლუბებს. ცოცხალი ატმოსფეროს გარდა, ამ მხიარულ ქალაქს ასევე გააჩნია უამრავი შესანიშნავი ისტორიული ადგილი, ტაძრები და მუზეუმები. მაგრამ ის, რაც აუცილებლად მოგხიბლავთ, არის ძველი ქალაქი და მთავარი მოედანი. 

 

კრაკოვის ძველი ქალაქი იმდენად ლამაზია, რომ იუნესკომ მთელი უბანი მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. აქ უსაზღვრდ ბევრი რამაა სანახავი, დაწყებული ისტორიული ადგილებიდან - უძველესი ეკლესიებიდან და მუზეუმებიდან, დამთავრებული თვალწარმტაცი ბაზრის მოედნამდე. 

საუკეთესო ევროპული არქიტექტურის ნახვა შეგიძლიათ დიდ სამეფო სასახლეებში და ეკლესიებში. ეს ულამაზესი ქალაქი პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად ითვლება და განსაკუთრებული ადგილი უკავია მრავალი მოგზაურის გულში.

 

 

ვარშავა პოლონეთის დედაქაალქი და ფინანსური ცენტრია. პატარა ძველი ქალაქი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისმა მაცხოვრებლებმა აღადგინეს დიდ ისტორიას ინახავს და თუ თქვენც სწორედ ისტორია გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ მას.

ქვეყნის დედაქალაქი სავსეა გოთიკური ეკლესიებით, ფანტასტიკური მუზეუმებით, თანამედროვე შენობებით, მყუდრო რესტორნებით, ბარებითა და კლუბებით, სადაც სტუმრები და ადგილობრივები ერთად იღებენ სიამოვნებას. ბევრისთვის ვარშავა უდავოდ პოლონეთის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია.

 

 

ზაკოპანე პოპულარული ტურისტული ადგილია, რომელიც მდებარეობს პოლონეთის ყველაზე სამხრეთ რეგიონში. თუ გიყვართ სეირნობა, ეს არის თქვენთვის შესანისნავი ადგილი. ლაშქრობისა და თხილამურებით სრიალის მრავალი ფანტასტიკური შესაძლებლობის გამო, ამ ადგილს საზამთრო დედაქალაქს უწოდებენ. ზაფხულში კი ქალაქში არსებული თატრას მთები თვალწარმტაცი ჩანჩქერებისა და მთის ტბების ფონზე გთავაზობთ ლაშქრობას, ცურვას და კემპინგს.

ტორუნი, სადაც მსოფლიოში ცნობილი ასტრონომი ნიკოლაუს კოპერნიკი ცხოვრობდა, პოლონეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ვისტულაზე მდებარე ეს ზღაპრული ქალაქი საბედნიეროდ მეორე მსოფლიო ომისგან უვნებელი გადარჩა. 

ქალაქის ხით მოპირკეთებული ულამაზესი სახლები, მშვიდი მიხვეულ-მოხვეული ქუჩები და ბაროკოს სტილის ეკლესიები საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებზე. ტორუნის ძველი კვარტალი, რომელიც აშენებულია გოთიკურ სტილში, თავისი მასიური და ელეგანტური მერიის შენობით, იუნესკოს მიერ დაცულ ისტორიულ ძეგლებშია შეყვანილი. 

ეკლესიები, ტაძრები, ციხე-სიმაგრეების ნანგრევები და შუა საუკუნეების სხვა ნაგებობები ამ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

გდანსკი, საპორტო ქალაქია ჩრდილოეთ პოლონეთში. მრავალფეროვანი არქიტექტურული სტილი და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რეკონსტრუქცია, მას უნიკალური იდენტურობა და სახე მისცა, რაც მას პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალაქად აქცევს. 

გდანსკის ისტორიული ძველი ქალაქის მოკირწყლული ქუჩები, რომლებიც შემკულია ძველი ეკლესიებითა და ელეგანტური შენობებით, შთამბეჭდავი ტურისტული ღირსშესანიშნაობებია.

 

რატომ არის პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული მიმართულება?

თვალწარმტაცი პეიზაჟები, მრავალი ისტორიული ადგილი, ცოცხალი კულტურა და ხალხის სტუმართმოყვარეობა ამ ქვეყანას ცნობილ და მიმზიდველ ადგილად აქცევს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მოგზაურთათვის.

რომელია პოლონეთის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი მოსანახულებლად?

ვარშავა, კრაკოვი და გდანსკი პოლონეთში ყველაზე ტურისტული ქალაქებია, რაც მათ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქებად აქცევს.

საშუალოდ რამდენი დღე გჭირდებათ პოლონეთში სამოგზაუროდ?

7 დღე საკმარისია სამი ყველაზე ცნობილი ქალაქის მოსანახულებლად: კრაკოვი, ვარშავა და გდანსკი. თუმცა, თუ უფრო მეტის ნახვა გსურთ, 10 დღე მაინც უნდა გაითვალისწინოთ.

როდის უნდა ეწვიოთ პოლონეთს?

პოლონეთის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ყველაზე პოპულარული დრო ზაფხულის თბილი და მშრალი თვეებია, ივნისი-აგვისტოს პერიოდში. თუმცა, თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ხალხმრავლობა, მაშინ გაზაფხულზე მარტდან აპირილის ჩათვლი და შემოდგომით სექტემბერიდან ოქტომბერის ჩათვლით გირჩევთ, ამ დროს სასიამოვნო ამინდი და რაც მთავარია დაბალი ფასება დაგხვდებათ.

თუ გადაწყვიტეთ პოლონეთის მონახულება და გსურთ დაგეგმოთ მოგზაურობა მარტივად, ამისათვის გამოიყენეთ aviabiletebi.online -ის საძიებო სისტემა და თქვენ სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ თავად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთები, ფასებისა და თარიღების გათვალისწინებით. ამისათვის კი მხოლოდ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილის მითითება და თარიღების არჩევაა საჭირო, შემდეგ კი საიტი ავტომატურად შემოგთავაზებთ თქვენს მოთხოვნაზე მორგებულ ავიაბილეთებს.

 

 

 

(R)

 

დღის ამბები