15 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
ჩვენს საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება და ამ კუთხით ყველამ, საზოგადოებამ შეიძლება შეინარჩუნოს სიმშვიდე - თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ კერძო ბანკებთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, კერძო ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის პოზიციებში სხვაობა არ არის, დეტალებსა თუ ნიუანსებზე კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნის საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება და ყველას შეუძლია სიმშვიდე შეინარჩუნოს.

„ბანკებთან კონსულტაცია დაწყებულია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ პოზიციასა და ჩვენს პოზიციას შორის არ არის სხვაობა. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებსა თუ ნიუანსებს, როგორც მოხდება ამა თუ იმ ნორმის აღსრულება, ამაზე ჩვენ კონკრეტულად გავდივართ საკითხებს.

კიდევ ერთხელ, ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც გააჩნია ჩვენს საფინანსო სისტემას. ჩვენი საფინანსო სისტემა არის მდგრადი, ჩვენი ბანკები არის საკმაოდ ძლიერი, გამჭვირვალე ინსტიტუციები, კარგად კაპიტალიზირებული, ლიკვიდობის თვალსაზრისით მაღალუზრუნველყოფილი. ჩვენს საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება და ამ კუთხით ყველამ, საზოგადოებამ შეიძლება შეინარჩუნოს სიმშვიდე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჩვენი საფინანსო სისტემა არის აბსოლუტურად მდგრადი და დგას ჩვენი ეკონომიკის სადარაჯოზე

დღის ამბები