22 დეკემბერი 2024,   23:56
ვრცლად
ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა არის, რომ ამ ქვეყანას ავარიდოთ უკრაინიზაცია და ეს სუბიექტები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოში განმეორდეს უკრაინული სცენარი - ირაკლი კობახიძე

უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას პასუხისმგებლობაა, საქართველოში უკრაინის სცენარი არ განმეორდეს და ქვეყანაში მეორე ფრონტი არ უნდა გაიხსნას.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზთან გააკეთა, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო.

"ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, რა შუაშია ფარცხალაძე? ესენი არიან ჯაშუშები... მე გეტყვით ერთ რამეს, არის დაახლოებით 5 პარტია, ნაც მოძრაობა, ლელო, გახარია, გირჩი და ა.შ. ეს რამდენიმე პარტია. არის რამდენიმე ყველაზე დიდი ენჯეო და არის რამდენიმე მედია საშუალება, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ საქართველოში აგენტურულ საქმიანობას. აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ საქართველო აქციონ უკრაინად. ყველას მოგიწოდებთ, რომ გაემიჯნოთ ამ უმძიმეს დავალებებს. საქართველოს უკრაინიზაცია არის ის, რაც არაფრით არ უნდა დავუშვათ. ეს თქვენი პასუხისმგებლობაც არის. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა არის, რომ ამ ქვეყანას ავარიდოთ უკრაინიზაცია და ეს სუბიექტები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოში განმეორდეს უკრაინული სცენარი. ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. რაც ხდება დღეს ზოგადად საქართველოში, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს - ეს არის არეულობა, ეს არის რევოლუცია, ეს არის მეორე ფრონტი. რა თქმა უნდა, ამას ვერავინ ვერ ეღირსება.

მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დაახლოებით 5 პარტია, რამდენიმე მდიდარი ენჯეო და რამდენიმე მედია საშუალება - ეს სუბიექტები არიან პირდაპირ ჩართული იმ სცენარში, რასაც ჰქვია საქართველოს უკრაინიზაცია. მე საზოგადოებას მოვუწოდებ, იყოს ყურადღებით, სიფრთხილით, იმისათვის, რომ ქვეყნის უკრაინიზაცია არ დავუშვათ, ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს ჩვენ ქვეყანას. ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი უნდა ვიყოთ ყურადღებით, მომავალ წელს საარჩევნოდ უნდა ვიყოთ ყურადღებით, იმისათვის, რომ არ დავუშვათ ამ ქვეყნის უკრაინიზაცია," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები