საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე მიქაბაძე ამ ეტაპზე სებ-ის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ინსტიტუციის ქმედუნარიანობა უნდა შენარჩუნდეს.
„ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია... ინსტიტუციის ქმედითუნარიანობის შენარჩუნების მიზნით... უნდა შენარჩუნდეს ინსტიტუცია“, - განაცხადა მიქაბაძემ.
მისი განმარტებით, სანქცირების წესში ცვლილებების შეტანის მიღებული გადაწყვეტილება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა.
„საბჭოს უფლებამოსილებაში ეს არც შედის და კომუნიკაცია ჩემთან პირადად არ ყოფილა“, - აღნიშნა მიქაბემ.
კითხვაზე - ეთანხმება თუ არა თავად სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას, პასუხის გაცემისგან ეკატერინე მიქაბაძემ თავი შეიკავა.