15 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
რუსული "საწვავის კრიზისი" სხვა ქვეყნებზეც იქონიებს გავლენას - ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანულმა დაზვერვამ რუსეთის ფედერაციაში ბენზინისა და დიზელის საწვავის დეფიციტის კრიზისი გააანალიზა. მათი შეფასებით, რუსეთში არსებული კრიზისული მდგომარეობა, გავლენას სხვა ქვეყნებზეც იქონიებს.

როგორც ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთში არსებული ვითარება ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირდაპირი შედეგი იყოს.

ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთის ფედერაციაში საწვავის დეფიციტი, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია სოფლის მეურნეობის სექტორის მოთხოვნის მოკლევადიანი ზრდით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ყოველწლიური საზაფხულო ტექმომსახურებით და ასევე ხელსაყრელი საექსპორტო ფასებით.

 

დღის ამბები