06 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ომი უკრაინაში - სუმის ოლქის 8 სასაზღვრო დასახლება 20-ჯერ დაიბომბა

უკრაინაში ომი გრძელდება - ღამით სამხრეთ და აღმოსავლეთ ოლქებში საჰაერო განგაში ოკუპანტების მიერ დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო.

ხერსონის ოლქზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა. არიან დაშავებულებიც.

ოდესაში თავდასხმის შედეგად ქალაქის ისტორიულ ცენტრში 9 შენობა დაზიანდა. მათ შორის ნაგებობა, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.

20-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 8 სასაზღვრო დასახლება.

მიმდინარე ომის პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ კიდევ ხუთი რუსული და 11 ჩინური კომპანია დაასანქცირა, რომელთა როლიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილების მიწოდება იყო.

დღის ამბები