ზესტაფონში სახალხო ზეიმი "ზესტაფონობა" გაიმართა.
"ზესტაფონობის" საიუბილეო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შემეცნებით, კულტურულ, მხატვრულ, მუსიკალურ, სპორტულ და გასართობ აქტივობებს აერთიანებდა.
"ზესტაფონქალაქობის" სახალხო დღესასწაულზე საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
სტატუსი 11 პირს მიენიჭა. ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები მუნიციპალიტეტის მერმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დააჯილდოვეს. ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდა.