06 ოქტომბერი 2024,   23:14
ვრცლად
ბათუმი ტურისტული "ოსკარის" მფლობელი წელს მეორედ გახდა

ბათუმი, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, ტურიზმის სფეროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, ტურისტული "ოსკარის" მფლობელი საკურორტო ქალაქი წელს მეორედ გახდა. აჭარამ კი ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა.

ბათუმმა, "ვორდ ტრეველ ევარდსის" ევროპის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. ცერემონიას ბათუმში 20-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები დაესწრნენ.

ნომინაციებში, წელს, ბათუმთან ერთად ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარიც იყო წარდგენილი. ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა, ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში გაიმარჯვა.

დღის ამბები