15 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
ფაქტი ერთია, რომ საკმაოდ მძიმე პროვოკაცია და მოვლენები იგეგმებოდა - ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქვეყანაში იგეგმებოდა საკმაოდ მძიმე პროვოკაცია, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბრობს.

„ფაქტი ერთია, რომ საკმაოდ მძიმე პროვოკაცია და მოვლენები იგეგმებოდა, სამწუხაროდ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამაზე საუბრობს იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც მათ საქმის ფარგლებში მოპოვებული აქვთ. სახელმწიფოს ყველა უწყება და მათ შორის, ის უწყებები, რომლებიც საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგზე ვართ პასუხისმგებელნი, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი მოვლენების განვითარება.

თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია დასჭირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების ფარგლებში დადგენილი წესით მივაწვდით,“ - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

დღის ამბები