06 ოქტომბერი 2024,   21:58
ვრცლად
სტიქია გურიაში - გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად გამოდარებას ელოდებიან

გურიაში, გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად გამოდარებას ელოდებიან. ძლიერი წვიმების შედეგად, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. დაზიანდა გზები.

ადიდებულმა მდინარემ, სოფლებში ხორეთსა და ქვემო მამათში დროებითი ხიდები წაიღო, რის გამოც 150-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია. ადგილზე მუშაობს სპეციალური კომისია.

დღის ამბები