ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟაზე, ექადიის უბანთან დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე მონაკვეთი ჩავარდა. ხიდი, სავარაუდოდ, ადიდებულმა მდინარემ დააზიანა. ტერიტორია გადაკეტილია და მგზავრებს მოძრაობა შემოვლითი გზით უწევთ.
ძლიერი წვიმის შედეგად, ოზურგეთის გარდა დაზარალდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიც. განვითარდა მეწყრული პროცესები. ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები. შექმნილია საგანგებო შტაბი. სოფელ მამათში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ნაცვლად დროებითი კონსტრუქციის მოწყობა მიმდინარეობს. მოსახლეობას დენის მიწოდება სრულად აღუდგა, უახლოეს პერიოდში ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს გაზიც.