26 აგვისტო 2026,   10:56
ვრცლად
მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლევან მაისაშვილის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას რაგბის კავშირი უარყოფს

რაგბიში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რაგბის კავშირი უარყოფს.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, გამგეობის და სამწვრთნელო შტაბის ჩართულობით, უახლოეს დღეებში შეიკრიბება და იმ მიზეზებზე იმსჯელებენ, თუ რატომ დაასრულა საქართველომ მსოფლიო თასი მოგების გარეშე.

შეგახსენებთ, საფრანგეთში გამართული მატჩების შემდეგ, საქართველო მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-14 პოზიციაზე დაქვეითდა. საქართველოს ნაკრები, სამშობლოში უკვე დაბრუნდა.

დღის ამბები