„აღდგენითი მართლმსაჯულების როლი სისხლის სამართლის საქმეებში", - პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ორდღიანი კონფერენცია თბილისში პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, ევროპის საბჭოსთან, გაეროს ბავშვთა ფონდსა და ევროკავშირთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა იუსტიციის მინისტრის მოადგილე.