"მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს შეაგროვებს. მისივე შეფასებით, "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილებაში მხარს დაუჭერენ "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული დეპუტატები.
"ქართული ოცნება" ძალიან აქტიურად მუშაობს იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები ჰქონდეს და მე, გულახდილად გითხრათ, ეჭვი არ მეპარება, რომ სათანადო ხმებს მოაგროვებენ. ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხავთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას. მაგრამ არ გამოვრიცხავ, უფრო სწორად, ეჭვი არ მეპარება, რომ "ოცნება" სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის. პირველ რიგში, "ნაციონალური მოძრაობა" და "ნაციონალური მოძრაობის სიით გასული დეპუტატები, იმიტომ რომ გაიხსენეთ რა მოხდა, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა იყო, 94-95 ხმა დაფიქსირდა,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.