14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძის და ბიძაშვილის საქმეზე, სავარაუდოდ, დღეს სასამართლო იმსჯელებს. ორივე მათგანს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
გამოძიების ინფორმაციით, ზაფხულში, როდესაც არასრულწლოვანი ქორწინების იძულების მიზნით, ბრალდებულმა გაიტაცა, ის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის სახლში მიიყვანა.
დანაშაულის მიუხედავად ბიძამ და ბიძაშვილმა პოლიციას არ შეატყობინეს. ახლა მათ 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
შეგახსენებთ, პატიმრობაში იმყოფება ასევე მოკლული აითაჯის დედა და კიდევ ერთი ბიძა - მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებენ ბრალს.