დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. დაგეგმილია ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა.
ჯერჯერობით უცნობია, ვის წარადგენს პროკურატურა გამოსაკითხად, თუმცა, როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ამბობს, ისინი ამ პროცესში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.
უფლებადამცველის მოლოდინები საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიტიურია, ვინაიდან ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმეში არ იკვეთება არც ნატალია ილიჩოვას და არც ივერი მელაშვილის მიმართ რაიმე სახის ბრალეულობა.
შეგახსენებთ, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს.