26 აგვისტო 2026,   19:50
ვრცლად
რუსთავში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო
რუსთავში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო - ტერიტორიის განახლება გმირთა მოედნიდან რუსთავის ცენტრალურ პარკამდე მოხდება. პროექტის ფარგლებში, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდზე, ქვაფენილის ტროტუარები, ველობილიკი, რეკრეაციული დასასვენებელი სივრცეები და საყრდენი კედელი მოეწყობა. 
 
დაირგვება 1500-მდე ძირი ბუჩქოვანი ხე-მცენარე, დამონტაჟდება სანიაღვრე და სარწყავი სისტემა. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება მილიონ 700-ი ათასს აჭარბებს. 
დღის ამბები