06 ოქტომბერი 2024,   21:59
ვრცლად
ვაზისუბანში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მძიმედ

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, აქედან ერთ-ერთი მძიმედ, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა. ის ხანდაზმული ქალბატონია. 

კორპუსიდან მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია. როგორც მოსახლეობა ამბობს, აფეთქების დროს, გვერდით კორპუსებშიც ძლიერი ხმა იყო. 

აფეთქება, 9 სართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. სავარაუდოდ, დაგროვებული ბუნებრივი აირისგან, თუმცა ეს დაზუსტებული ჯერ არ არის. დაზიანებულია ზედა რამდენიმე და ქვედა სართული. 

დღის ამბები