21 აგვისტო 2026,   00:17
ვრცლად
კომუნიკაციების კომისიამ, "მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული" მასწავლებელთა ფორუმით დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ, "მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული", განათლების სამინისტროში, მასწავლებელთა ფორუმით დაიწყო.

განიხილეს მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი და ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების უპირატესობები.

მოგვიანებით, მონაწილეებისთვის გაიმართა "მედიაწიგნიერების გაკვეთილების" სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და სემინარი, რომლის ფარგლებშიც, მასწავლებლებმა სკოლებში საგნის სწავლების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

დღის ამბები