21 აგვისტო 2026,   14:40
ვრცლად
ტრამპის ადმინისტრაციამ "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა და ორგანიზაცია ირანის მარიონეტულ ძალად ხელახლა გამოაცხადა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა და ორგანიზაცია ირანის მარიონეტულ ძალად ხელახლა გამოაცხადა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები 10 პირს დაუწესა, რომლებიც, უწყების განცხადებით, "ჰეზბოლასთვის ფულის გადარიცხვაზე პასუხისმგებელი ქსელის წევრები არიან".

"ქსელი იყენებს კურიერებს, რომლებიც ლიბანს, თურქეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ირანს შორის კომერციული ავიარეისებით გადაადგილდებიან, რათა იურისდიქციებს შორის ასობით მილიონი დოლარი გადაზიდონ. ეს "ჰეზბოლას" აძლევს საშუალებას, ოფიციალური ფინანსური სისტემის გვერდის ავლით მოიპოვოს უცხოური ვალუტა და თავი აარიდოს სანქციებს," -აღნიშნულია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

"ორგანიზაციის მარიონეტულ ძალად ხელახალი გამოცხადება კი მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ "ჰეზბოლა" ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის "ყუდსის ძალების" (IRGC-QF) სახელით მოქმედებს და არა დამოუკიდებლად. ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად ადასტურებს, რომ "ჰეზბოლას" სამხედრო ოპერაციები, საგარეო უსაფრთხოების საქმიანობა და დაფინანსების ძირითადი ქსელები"ყუდსის ძალების"​ გაგრძელებას წარმოადგენს. ეს ლიბანური წინააღმდეგობის მოძრაობა არ არის," - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. 

დღის ამბები