თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღეს, ბრალდების მხარის მოწმე, საქმის გამომძიებელი გამოიკითხება, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
დღესვე, გააგრძელებენ ვიდეომასალის ჩვენებას, რომელიც განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
გრიგორიადისს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ცეცხლის წაკიდებით, სხვისი ნივთის განადგურებას ედავებიან.