08 სექტემბერი 2024,   05:13
ვრცლად
დოლიძის ქუჩაზე მამა-შვილი დაჭრეს - მეზობლებს შორის დავა საპარკინგე ადგილის გამო მოხდა

დაჭრა დოლიძის ქუჩაზე - მამაკაცმა მეზობელი მამა-შვილი დაჭრა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. კონფლიქტი მეზობლებს შორის პარკირების ადგილის გამო დაიწყო, რის შემდეგაც მამაკაცმა მამა-შვილი ცივი იარაღით დაჭრა. ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ამ ეტაპზე უცნობია, დაკავებულია თუ არა სავარაუდო ეჭვმიტანილი.

დღის ამბები