09 ივლისი 2024,   02:48
ვრცლად
ქალაქი ღაზა სრულ ალყაშია - ანკლავში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია, დაღუპულთა რაოდენობა კი 9 000 აჭარბებს

ქალაქი ღაზა სრულ ალყაშია. ისრაელის თავდაცვის მონაცემებით, ღამით "ცახალმა" შეტევა მიიტანა საგუშაგოებზე, შტაბებსა და "ჰამასის" სხვა ინფრასტრუქტურაზე.

შეტაკებები გრძელდება ისრაელ-ლიბანის საზღვარზეც. ისრაელის თავდაცვაში იუწყებიან, რომ მათ ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით "ჰეზბოლას" მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის იერიშს უპასუხეს.

"ჰამასის" მიერ მართული ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ანკლავში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია. დაღუპულთა რაოდენობა კი 9 000 აჭარბებს.

თელ-ავივში, დღეს, ამერიკის სახელმწიფო მდივანს ელოდებიან. ენტონი ბლინკენი, ისრაელის მიმართულებით უკვე გაფრინდა. გამგზავრებამდე მან განაცხადა, რომ ვიზიტის დროს ყურადღება იმ ნაბიჯებზე გამახვილდება, რომელიც ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის მინიმუმამდე შესამცირებლადაა საჭირო.

პარალელურად, ირანში ვიზიტს გეგმავს "ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე, რომელიც კატარში ცხოვრობს.

ამავე დროს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 14 მილიარდზე მეტი ოდენობის დახმარებას ითვალისწინებს "ჰამასის" წინააღმდეგ ომში. თუმცა მის მიღებაზე, სავარაუდოდ, სენატი უარს იტყვის.

დღის ამბები