18 აგვისტო 2026,   08:25
ვრცლად
52-ე საარტილერიო ბატალიონმა, საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა

მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონმა, საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.

ვაზიანის სასროლეთზე, საველე წვრთნა თავდაცვითი ოპერაციის წარმოებაზე იყო ორიენტირებული და სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლება სამი ფაზისგან შედგებოდა.

სწავლება მიზნად ისახავდა ბატალიონის შტაბის, საცეცხლე ქვედანაყოფების, ჰაერსაწინააღმდეგო გათვლების ერთობლივი მოქმედებების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწას.

დღის ამბები