16 სექტემბერი 2024,   22:51
ვრცლად
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის მიმდებარედ, მეორე დღეა კანიონის მშენებელ კომპანიასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის მიმდებარედ, მეორე დღეა კანიონის მშენებელ კომპანიასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

მოსახლეობის ნაწილი კანიონის მშენებლობას აპროტესტებს, აცხადებენ იმასაც რომ მათ კომპანიის წარმომადგენელი სხვა რამდენიმე პირთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა და შედეგად ერთმა ადგილობრივმა დაზიანებები მიიღო.

თავის მხრივ, კომპანია აქციის მონაწილეებს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს და ბრალდებებს უარყოფს. დღეს პროტესტის მონაწილეებმა კომპანიის მანქანები ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ადგილზე ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული.

დღის ამბები