16 სექტემბერი 2024,   22:56
ვრცლად
"ავაზას" მოედნიდან "ოქროს ბურთამდე" - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, "ოქროს ბურთის“ ფინალში

"ავაზას" მოედნიდან "ოქროს ბურთამდე" - ხვიჩა კვარაცხელია, "ოქროს ბურთის" რიგით 67-ე დაჯილდოებას პარიზში მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად დაესწრო. ერთი წლის განმავლობაში მოპოვებული შედეგით, მე-17 ადგილი დაიკავა.

დიდ სცენაზე ,ქართული სახელი და გვარები პირველად 62 წლის წინ გაისმა.
მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, მურთაზ ხურცილავა, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი - ფეხბურთელები სულ სხვა ტექნიკით, ბურთის ფლობის გამორჩეული მანერით, დასამახსოვრებელი გოლებით. იყო ბევრი გამარჯვება, თუმცა ყველას ერთი ოცნება აერთიანებდა და ეს მაშინაც ოქროს ბურთის ფლობა იყო, თუმცა საბჭოთა ჩაკეტილობის გამო წასვლა ვერცერთმა მოახერხა.

1981 წელს, მას შემდეგ, რაც დინამომ თასების თასი მოიგო, "ოქროს ბურთზე" ერთდოურლად სამი ქართველი ნომინატი წარადგინეს, თუმცა საბჭოთა კავშირის სახელით. რამაზ შენგელია და ალექსანდრე ჩივაძე 10-ეულში მოხვდნენ . მე-11 ადგილი კი, დავით ყიფიანს ერგო. 

მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის სპორტული გამოცემის ჟურნალისტები, ფეხბურთელების მთელი წლის შედეგებს დაითვლიან და მათ, ტრადიციულად, შემდეგ წელსაც ოქროს ბურთზე წარადგენენ. სიის სათავეში კი ხვდებიან ლიდერები, რომლებიც სპორტის ისტორიას ხელახლა დაწერენ.

 

ავტორი: ანი გენებაშვილი

დღის ამბები