09 ივლისი 2024,   02:55
ვრცლად
ბაკურიანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

ზამთრის სეზონს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი ახალი პარკით ხვდება - ბაკურიანში, 8 ჰექტარ ფართობზე, ცენტრალური დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დასრულდა.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მწვანე სივრცეში, რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებული იყო, სპორტული, კულტურული და რეკრეაციული სივრცეები მოეწყო. პარკის ინფრასტრუქტურა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.

პროექტის ღირებულებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

დღის ამბები