08 ივნისი 2024,   18:48
ვრცლად
ზამთრის სეზონს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი ბაკურიანი, ახალი პარკით ხვდება

ბაკურიანის ახლად რეაბილიტირებულ ცენტრალურ პარკს, დღეს უამრავი ადამინი ესტუმრა . კურიერის რესპონდენტები ამბობენ, რომ გასგავსი მასშტაბური და კომფორტული რეკრეაციული სივრცე, საკუროტო ზონაში ამ დრომდე არ ყოფლა. განახლებული პარკი გასაკუთრებით საინტერესო პატარებითვის აღმოჩნდა.

რეაბილიტაციის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა . ახალი სივრცეები 8 ჰაზეა მოწყობილი.

ტერიტორია დაიყო სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად . ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის 10 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. დასასვენებელი სივრცე ყველა სეზონზე დატვირთული იქნება.

ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების დიდი ნაწილი, სწორედ ამ რეკრეაციულ სივრცეში გაიმართება. რეკრეაციული ზონების გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი რეგიონში კიდევ არაერთ ინფრასტრუქტურულპროექტს განახორციელებს. დაბა ბაკურიანს მომავალ წელს თანამედროვესაბავშვო ბაღი ექნება . ინიციატივა პრემიერ - მინისტრს ეკუთვნის.

სააღმზრდელო დაწესებულება 150 ბავშვზე იქნება გათვლილი. პარალელურად, სრულდება ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე პროექტები. მასშტაბური სამუშაოები ორ ეტაპად მიმდინარეობს. დასკვნით ფაზაშია ცენტრალურ უბნებში შენობების და გარე ფასადების განახლება . უკვე დასრულებულია 6 ქუჩის რეაბილიტაცია .პროგრამა პრემიერ მინისტრის ინიციატივითხორციელდება და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს.

დღის ამბები